მოგესალმებით, მქონდა ნაადრევი მშობიარობა რის მერეც უკვე 4 ციკლია დაფეხმძიმებას ვცდილობ. ამ თვეში ციკლის მესამე დღეს გაკეთებული ანალიზების თანახმად მაქვს შემდეგი ჰორმონალური ცვლილებები: TSH 6.17 (ნორმა 0.3-3.5) DHEA-s 0.01 (ნორმა (0.4-2.7) PRL 23 (ნორმა: 1.2-19.5). ამ ცვლილებების დასარეგულირებლად დანიშნული მაქვს 75მგ ლ-თიროქსინი დღეში ერთხელ და დექსამეტაზონი 1/4 5მგ-იანი ტაბლეტი დღეში ორჯერ. თქვენი აზრით ეს ცვლილებები არის თუ არა მიზეზი იმისა რომ არ დგება ორსულობა? და მედიკამენტებით მკურნალობით რამდენი ხანია საჭირო რომ ჩადგეს მწყობრში ეს ჰორმონები?
↧