ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, ვარ 21 წლის გოგონა, გასათხოვარი, სახეზე აღმენიშნება თმიანობა ვერ ვიტყვი რომ ძალიან მაგრამ მაინც დისკომფორტის შემქმნელია, ბევრი ლაზერული, თუ ელექტრო ეპილაციის შედეგად საბოლოო შედეგს ვერ მივაღწიე, თავდაპირველად გარდატეხის ასაკში ქერა ბუსუსები მქონდა ხოლო შემდგომ შეიძლება ჩემი არასწორი შეხებითაც ან ბუნებრივად სხვა სახე მიიღო. თმიანობა ტანზე საგანგაშო დონეზე არ აღმენიშნება მაგრამ მაინც ვიტყვი რომ მკერდის თავზე მაქვს და წელის მიდამოშიც, ამიტომ მაინტერესებს ეს სიმპტომები მხოლოდ ტესტოსტერონის მომატებულ დონეს ახასიათებს თუ სხვა ჰორმონებიც შესაძლოა არ იყოს ნორმაში
↧