გამარჯობათ, მაქვს შემდეგი სიმპტომები: დილით ვიღვიძებ მოდუნებული, თავის ტკივილით, ჩაწითლებული შეშუპებული უსიცოცხლო თვალებით, კიდურებში მაქვს “შინაგანი” კანკალის, ჟიჟინის შეგრძნება ტკივილი გულისა და კუჭის არეში, მაქვს თავბრუ საფეთქლის და კეფის არეში შებრუშებიტ და დაჭიმვის შეგრძენბით, მიცივდება კიდურები ზოგჯერ მიკანკალებს შესამჩნევად, ზოგჯერ პირიქით სახეში სიმხურვალის სიცხის შეგრძენბა მაქვს, ეს მეტად უსიამოვნო შგრძნება გადადის მთელ სხეულზე უფრო ზედა კიდურებზე და მაქვს გულის წასვლის შერძნება თუმცა არასოდეს წამსვლია. იოლად ვღიზიანდები და ვნერვიულობ ზოგჯერ უაზროდ, ყველაფერში და ყველგან ცუდს ვხედავ, წნევა მაქვს 120-80, 100-70, 90-60. მცირედი შეუმცნეველი ნერვიულობითაც კი 160-110 იზრდება.
მეუფლება მოუსვენრობა თითქოს ენერგია მომემატა დდა ვცდილობა რაღაც მოძრაობებით (ვიქნიო ხელ-ფეხი, ვიარო) “დავხარჯო”. მაქვს გახშირებული გულის ცემა რომელსაც შევიგრძნობ. პულსი 60-80. ეს სიმპტომები მაქვს ყოველდღე უკვე წლებია კოშმარში ვცხოვრობ, ღამე ჩაძინება მიჭირს თავში რაღაც მიკრთის და არ მაძლევს დაძინების საშუალებას.
კარდიოლოგმა გულის პათოლოგია გამორიცხა , მუცლის ღრუ საშვილოსნოს გარდა გამოვიკვლიე (ვარ 50 წლის ქალბატონი 85 კგ ) რაც შეეხება კუჭს გასტრიტის დიაგნოზით ყოველწესლს ვმკურანლობ(სხვადასხვა ექიმთან) მაგრამ ყველგან თვითნებურად ვწყვეტ უარესი შედეგების გამო.
ენდოკრინოლოგთან არასდროს ვყოფილვარ, თუმცა შაქარს ხშირად ვიზომავ (115% ). ერთის წლის წინ გავიკეთე ანალიზი ჩიყვზე, 1) TSH თირეოტროპული ჰორმონი-0,89 miu/l (ნორმა 0,3-5,0 miu/l). 2)FT4 თავისუფალი თიროქსინი 1,12 ng/dl (ნორმა 0,80-2,0ng/dl).
მაინტერესბეს ამ ანალიზით რამდენად შეგვიძლია დავასკვნათ ჩიყვის პათოლოგია ეს საკმარისიაა?! და საერთოდ რას მირჩევდით ამ მდგომარებოდან გამომდინარე. ერთადერთი რაც თუ შეიძლება დადებითად ჩავთვალოთ კარგი მადაა, გაძლიერებულიც და შეიძლება ამის გამოცა ხშირად მემართება ფაღარათი.იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ მერწმუნეთ ამდენი პრობლემებით ცხოვრება ჯოჯოხეთია წინასწარ მადლობა!
↧
ენდოკრინოლოგია
↧