გამარჯობა. ჩავიტარე ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა. თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი, თავისუფალი თიროქსინი, ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზის მიმართ ნორმაში მაქვს. ექიმის თქმით (ექოსკოპიაზე დაყრდნობით) ფარისებრი ჯირკვალი ზომაში არის დაპატარავებული. თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის დასარეგულირებლად ვსვამ ელ თიროქსინს და ამის შედეგად ნორმაშია, მაგრამ ძალიან მომატებულია ნტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (ანტი თგ). ანალიზმა აჩვენა შედეგი- 424.3, ნორმა კი არის 115-ზე ნაკლები. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ამის ნორმალიზება და არის თუ არა დაორსულებისთვის ხელისშემშლელი ანტი თგ-ს ასეთი მომატება. მადლობა წინასწარ.
მაღალი ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (ანტი თგ)
ც პეპტიდი
მოგესალმებით გავიკეთე ც პეპტიდის ანალიზი და მაქვს 4,18 მაინტერესებს არის თუ არა დიაბეტის მაღალი რისკი გმადლობთ წინასწარ
ფარისებრი ჰორმონი ორსულისთვის
მოგესალმებით, ვარ 8 კვირის ორსული. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შედეგი მაქვს ასეთი: TSH-4.6 (ნორმის სიდიდე 0.54-4.72); fT4-22.3 (ნორმის სიდიდე 10-23.2). მაინტერესებს, ამ შემთხვევაში ვსაჭიროებ თუ არა მკურნალობას?
წონაში კლება
გამარჯობათ, ვარ 20 წლის გოგო. ვარ ძალიან გამხდარი, არადა მაქვს მადა ვჭამ ყველაფერს კარაგდ თუმცა ვეგარ ვიმატებ და ძალიან დავსუსტდი მალე ვიღლები სიოარულის დროს, მაქვს თავბროს ხვევები, ზოგჯერ ძვლბის ტკივილი, ვარ ასევე ემოციური და ნერვიული და ამისბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი? ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე რაგავაკეთო იმისთვის რომ წონა\ში მოვიმატო 10კილომაინც რა ხერხს მივმართო რაგავაკეთო. დიდი მადლობა წინასწარ.
მალე ვიღლები
გამარჯობათ, მოკლედ რაზე გაწუხებთ. დიდი ხანია სპორტით ვარ დაკავებული. ამ ბოლოდროს ვარჯიშის დროს ყურები მეკეტება, გულის რევის შეგრძნება მაქვს და მალე ვიღლები. კარდიოლოგს გავესინჯე და ყველაფერი ნორმაშია, სისხლის საერთოც გავიკეთე, რკინაც და მანდაც ნორმაა. მხოლოდ ჩიყვზეა ცვლილებები. დასაშვებია 0.27-4.7 და მე მაქვს 5.95 შეიძლება ყველაფრის მიზეზი ეგ იყოს? უხასიათობა, ხშირად დაბალი წნევები, ძილიანობა, ყურების დაგუბება და მალე დაღლა. გთხოვთ მირჩიოთ რამე.
ფარისებრი ჯირკვლის პოლიკისტოზი
გავიკეთე (TSH),ჰორმონის ანალიზი ჰორმონები ნორმის ფარგლებში მაქვს ექოსკოპიაზე ყველაფერი ნორმის ფარგლებში მქონდა მხოლოდ 2 ცალი 2მმ იანი კისტური წარმონაქმნი აღმომაჩნდა ექიმმა დამინიშნა იოდომარინი 100 მილიგრამიანი 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ და ქიმერალფორტე 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში . მაინტერესებს დანიშნულება რამდენად ადეკვატურია ჩემი მდგომარეეობისათვის და თქვენ რა რჩევად მომცემდით ეს დაავადება რამდენად ექვემდებარება მკურნალობას
ჩიყვი
გამარჯობათ, გავიკეთე ოპერაცია, შემდგომ იმუნოჰისტო ქიმიური ანალიზი, და დამიდგინდა ; ფარისებრი ჯირკვლის ადენომატოიდური ჰიპერპლაზიის ფონზე განვითარებული პაპილური მიკროკარცინომა(დიამეტრით 0,3 სმ)იცდ-00-ცოდე:8341/3
რამდენიად საშიშია და ტუა საჭირო ამ დროს იოდიზირება? მადლობა წინასწარ პასუხისათვის
მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა..
გამარჯობა, მე ვარ 14 წლის გოგონა, მაქვს ჩიყვი მაგრამ ვმკურნალობ. დიდი ხანი მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა ხელისა და ფეხის გულებზე და იღლიებში. ოფლი ფიზიკური დატვირთვის გარეშეც ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ძალიან დატანჯული ვარ. ჩემი ენდოკრინოლოგი და პედიატრი მეუბნებიან რომ ეს ინდივიდუალურია და დროთა განმავლობაში გამივლის მაგრამ პირიქით დროთა განმავლობაში მემატება და მემეტება ოფლიანობა.. საშინელ დღეში ვარ. 2 თვის წინ შევიძინე ოდაბანის სპრეი რამაც მიშველა და იღლიებში ნორმალურად გამოიყოფა ოფლი. მაგრამ ხელისა და ფეხის გულებზე არ მიშველა და უფრო გამიძლიერდა.. ვაპირებ რომ შევიძინო ხელის ლოსიონი და ფეხის ფხვნილი მაგარამ ჯერ ამისთვის სოციალური მდგომარეობა ხელს არ მიწყობს.. ძალიან გთხოვთ დამეხმრეთ…
სიმაღლეში ზრდა
გამარჯობა მაინტერესებს სტატურანის მიღების საათები როდის უნდა მივიღო . აღნიშნულში არ წერია საათები წერია დგეში 2 კაფსულა.
მაწუხებს ჭარბის ოფლიანობა…….
გამარჯობა, მე ვარ 14 წლის გოგონა, მაქვს ჩიყვი მაგრამ ვმკურნალობ. დიდი ხანი მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა ხელისა და ფეხის გულებზე და იღლიებში. ოფლი ფიზიკური დატვირთვის გარეშეც ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყოფა. ძალიან დატანჯული ვარ. ჩემი ენდოკრინოლოგი და პედიატრი მეუბნებიან რომ ეს ინდივიდუალურია და დროთა განმავლობაში გამივლის მაგრამ პირიქით დროთა განმავლობაში მემატება და მემეტება ოფლიანობა.. საშინელ დღეში ვარ. 2 თვის წინ შევიძინე ოდაბანის სპრეი რამაც მიშველა და იღლიებში ნორმალურად გამოიყოფა ოფლი. მაგრამ ხელისა და ფეხის გულებზე არ მიშველა და უფრო გამიძლიერდა.. ვაპირებ რომ შევიძინო ხელის ლოსიონი და ფეხის ფხვნილი მაგარამ ჯერ ამისთვის სოციალური მდგომარეობა ხელს არ მიწყობს.. ძალიან გთხოვთ დამეხმრეთ…
ბულემია
გამარჯობა,მაქვს ძალიან დიდი პრომლემა: ვიყავი დიეტაზე და დავიკელი 25 კილო დაახლიოებით 6 თვეში, კალორიებს ვითვლიდი .. ახლაც განვაგრძობ , მაგრამ ამ ბოლო დროს დამემართა ბულაემია. ვჭამ უზუმო რაოდენობით და ალბათ იმხვდებით რა მოსდევს ამას. ყოველდღე გგრძელდება უკვე და თავს ვერ ვერევი, თან ძალიან მეშინია გასუქების და ერთი სიტყვით ჩემდაუნებურად გავხდი დამოკიდებული საჭმელზე, ეს კიდევ მე0ორე მხრივ მიქმნის სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ძალიან ბევრს. მიფიუჩდება განწყობა და ბევრი სხვა რამ.. მირჩიეთ როგორ მოვიქცე და როგორ მოვერიო ამ საშინელებას
სიმაღლეში ზრდა
გამარჯობა. მაინტერესებს, შეუძლია თუ არა ვიტამინებს, ვიტამინების კომპლექსს ან სიმაღლეში ზრდის ვიტამინებს რეალურად სიმაღლეში მატების სტიმულირება, ანუ ვიტამინების საშუალებით ადამიანი მიაღწევს თუ არა იმ სიმაღლეს, რასაც მათ გარეშე ვერ მიაღწევდა და თუ ასეა, მაქსიმუმ რამდენ სანტიმეტრშია განსხვავება.
დიაბეტი?
ჩემს დას დიდი ნერვიულობის და მუდმივი სტრესების ფონზე, განუვითარდა აფექტის მდგომარეობა რიზ საფუძველზეც მივიყვანეთ ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომ გაუზომეს მშიერზე შაქარი არ აღმოაჩნდა, ნაჭამზე კი 145. ნიშნავს თუ არა ეს დიაბეტიკობას ?
ჰიპოთირეოზი
გამარჯობა, ჩემი დიაგნოზია პირველადი ჰიპოთირეოზი გამოწვეული ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად. მაწუხებს ჭარბი წონა და ვერაფრით ვიკლებ. მაინტერესებს რა ანალიზები შეიძლება გაკეთდეს იმის გამოსაკვლევად თუ რა მიზეზით ვერ ვახერხებ წონაში დაკლებას
სახეზე თმიანობა
გამარჯობათ
ვარ 30 წლის მაქვს როზაცეა სახეზე.2 თვის უკან ექიმის დანიშნულებით გავიკეთე სერტოსპანი ერტი ამპულა 10 დხის შუალედით.2 ამპულა ვისვამდი კორესატინის მალამოს და სახეს ვიბან ნუმის მედის 5 % გელით.სახეზე პატარა უფერო ღინღლები მქონდა რომელიც საერთოდ არ ჩანდა თმა გამიმუქდა და გამეზარდა სახეზე და ტანზე ზოგიერთ ადგილას.მკურნალობის დაწყებამდე მქონდა გაკეტებული tsh-3.92 იყო ეხლაც გავიკეთე და 3.06.ძალიან გთხოვთ მითხარით რისი ბრალი შეიძლება იყოს.სერტოსპანს ძალიან ბევრი უკუჩვენება აქვს შეიძლება მას გამოეწვია? და რა არის იცენკო-კუშინგის სინდრომი?წინასწარ დიდი მადლობა
ჭარბი წონა
9 წლის გოგონა, სიმაღლე 140 სმ წონა 48 კგ
როგორ დავარეგულიროთ წონა
ჭარბ თმიანობა
ვარ 19 წლის, გენში არ ვარ თმიანი, მაგრამ მქონდა ადრე ჰორმონალური დარღვევები და ამოიმვიდა თმა სახეზე და ცოტა ტანზე, ვიმკურნალე და ყველაფერი მაქვს მწყობრში, მაგრამ თმიანობას ვერ ვუშველე, წონაშIც დავიკელი მაგრამ ეს პრობლემა ვერ მოვაგვარე, და რაიმე მცენარეული წამალი რომელიც არ ასუქებს არსებობს?
ჩიყვი
მყავს 10 წლის გოგონა,ძალიან უოფლიანდებოდა ფეხები,გავუკეტე ანალიზი ტსშ და მომატებული ქონდა 4,4.ექიმმა დაუნიშნა ეუთიროქსი 0,25 და იოდიბალანსი 0,50.შეიძლება ეს წამლები ხანგრძლივად ვასვა?
მომეტებული მადა
მოგესალმებით, დაახლოებით 2 თვეა გაძლიერებული მადა მაწუხებს. ანალიზების შედეგად დამიდგინდა დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი. თუ არსებობს რაიმე წამალი , რომელიც დამეხმარება წონის კორექციიაში და გაძლიერებული მადის დათრგუნვაში
ჭარბი წონა
ფარული ჯირკვლის პრობლემების გამო განმივითარდა ჭარბი წონა. დიეტის დაცვის დროსაც წონის კლება ხდება ძალიან შენელებულად, ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ არ იკლებს. ამ დროს თუ არის რაიმე პრეპარატი, რომელიც ხელს შეუწყობს წონის კლებას დიეტასთან ერთად.